თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, მერიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კადრებს წარადგენს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს, დღის ბოლოს მოხდება წარდგინება, მომავალ კვირას კი კანდიდატურებზე უკვე თბილისის საკრებულო იმსჯელებს", - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნებიან ახალი კადრები და რა თანამდებობებზეა ლაპარაკი. თუმცა როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ვაკანტურია თბილისის მერის ორი მოადგილის თანამდებობა, ასევე ორი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი.