logo_geo
eng_logo
ჯეფ ბეზოსი ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს
- +

3 ნოემბერი. 2021. 01:21

 

 

Amazon-ის დამაარსებელი და მილიარდერი ჯეფ ბეზოსი დედამიწის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად საკუთარი ფონდიდან 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

 

BBC-ის ინფორმაციით, მილიადერმა ამ გადაწყვეტილების მიღების შესახებ გლაზგოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე განაცხადა.

 

„მსოფლიოს ძალიან ბევრ ნაწილში ბუნება ნახშირბადის განადგურების ნაცვლად მის გამოყოფას წლიდან წლამდე ზრდის. მე მითხრეს, რომ როდესაც დედამიწას კოსმოსიდან გადმოვხედავდი, მის მიმართ შეხედულება შემეცვლებოდა. დედამიწას ზემოდან რომ დავყურებდი ატმოსფერო ძალიან თხელი ჩანდა. ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი სამყაროს დასაცავად”, - განაცხადა მან.

 

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ჯეფ ბეზოსი საკუთარი ფონდიდან კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner