„ახლა კი სერიოზულად.
კი, ეს არჩევნები კი მოვიგეთ მაგრამ ერთი და ორი პროცენტებით და ეს ალბათ ყველამ კარგად ვიცით რასაც ნიშნავს, ერთი პატარა შეცდომა და ჰოპ, ნაცები მობრუნებულია.
არავის ვაშინებ, მაგრამ ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შევეგუოთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ოპპ და ნაცები არ მობრუნდნენ? რა და სხვა, არა მანიაკი ძალის/ძალების გაძლიერება. როგორც კი ვინმე გამოჩნდება აპსარეზზე კი არ უნდა ჩავქოლოთ, პირიქით, გზა გავუხსნათ მოძლიერებისათვის.
ნაცების დამარცხება და სამუდამოდ გასტუმრება თუ გვინდა, ნაცებზე მეტად სხვას არავის არ უნდა ვებრძოლოთ. ერთიდაიგივე წრეზე ვტრიალებთ, ხომ ვხედავთ ყველანი რომ საქმე გვაქვს სექტასთან, რომლისთვისაც არაფერია მისაღები მათ გარეშე. სულ რომ საქართველოს ეკონომიკამ გაუსწროს გერმანიისას, მაინც შეგვეწინააღმდეგებიან, რადგამ ისინი არ არიან ხელისუფლებაში.
ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ ქვეყნის წინსვლისთვის და ამავე დროს უნდა ვისწავლოთ ნებისმიერ ძალასთან, ნებისმიერი საქმის კეთება, რომელიც შედის ქვეყნის ინტერესებში.
2024 წელს, გვეყოლება კოალიციური მთავრობა (კონსტიტუციის მიხედვით სხვანაირად ვერც იქნება) და ვისთან გვინდა კოალიცია? ნაცებთან არა და მაშინ ვისთან? ხოდა სწორედ ეს ვისთან უნდა იყოს თავიდანვე მისაღები და არა მიწასთან გასწორებული.
მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ქართველები და არ/ვერ შემიძლია ვიყო შინაგანად წყნარად მაშინ, როდესაც ვიცი, რომ შეიძლება წავაგო ის ქალაქი, სადაც მილიარდობით ინვესტიციაა განხორციელებული და წავაგო იმათთან, ვისთვისაც ადამიანი არის ყველაზე მცირე ღირებულების...
ყოველთვის იქით ნუ ვიშვერთ თითებს, დავფიქრდეთ რასთან გვაქვს საქმე? საკუთარი შეცდომებიც ვაღიაროთ, გავაანალიზოთ და ისე დავიწყოთ ქვეყნის შენება.
ახლა კი ყველაზე მთავარი:
ხვალიდანვე თუ არ დაიწყებთ იმ ხალხისგან პარტიის გაწმენდვას, რომლებთაც რეგიონი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე 1 თვით ადრე ახსენდებათ, მაშინ კოალიცია კი არა - შეიძლება სააკაშვილმა დაგვიქნიოს თითი 2024 ში და მე და ჩემს ოჯახს ნამდვილად არ გვაქვს იმდენი, რომ ქვეყნიდან გაქცევა მოვასწროთ და ამიტომ, ხვალიდანვე მიხედეთ ყველას და ყველაფერს. მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, რომ მთელი ცხოვრება აქ ვიცხოვრო...
და კვლავ განვმეორდები:
მაშინ, როდესაც მილიარდობით ინვესტიცია ხორციელდება ქალაქში და 1 % ით უგებ იმათ ვისაც 300 ათასი პატიმარი ყავდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შენი/ჩვენი შეცდომა და მეტი არავისი -სხვისი..
წარმატება ჩემს ქვეყანას და ჩემს ქართველებს“, - წერს ლატარია.