logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: პუტინს ტუნდრა ეწვის - რუსეთს კლიმატის სერიოზული პრობლემები აქვს
- +

3 ნოემბერი. 2021. 11:47

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს გლაზგოში კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე არდასწრების გამო აკრიტიკებს.

 

„ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია და ისინი არ გამოცხადდნენ. როგორ შეიძლება ლიდერობაზე პრეტენზია გქონდეს? გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩინეთი არ გამოცხადდა. დანარჩენმა მსოფლიომ ჩინეთს შეხედა და თქვა: „რა ღირებულებას გვთავაზობენ ისინი?“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები.

 

„პუტინს ტუნდრა ეწვის. ფაქტობრივად, ტუნდრა იწვის. მას კლიმატის სერიოზული პრობლემები აქვს და ამ დროს დუმს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

1-ელ ნოემბერს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

აშშ-მა და ევროკავშირმა 2030 წლისთვის მეთანის ემისიის შესამცირებლად გლობალური პარტნიორობა გამოაცხადეს. აშშ-ისა და ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2030 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით, მეთანის ემისიის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს, 100-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „მეთანის გლობალური ვალდებულების“ პაქტს არ უერთდებიან ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner