logo_geo
eng_logo
კასპში ქვათახევის ქუჩა მოასფალტდა
- +

3 ნოემბერი. 2021. 12:10

 

 

კასპში ქვათახევის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

 

ასფალტის სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელი შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრეები და გასწორდა წყალარინების ჭები.

 

მიმდინარე პროექტი 5 ქუჩის  - ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.

 

სამების ქუჩა უკვე მოასფალტებულია, შესაბამისად შეიცვალა სასმელი წყლის ქსელიც.

 

ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული. ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გარდა  განთავსებულია 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩების რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.

 

ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 მეტრია,  პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი  969 980 ლარით აფინანსებს.

 

„ქუჩები წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და  მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner