logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სააკაშვილი ნელ-ნელა ეჩვევა დახურულ სივრცეს, ამ მდგომარეობას კი ყოველდღიური ვიზიტებით ამსუბუქებენ და მედიკამენტებით აკონტროლებენ!
- +

3 ნოემბერი. 2021. 13:02

 

 

„რუსთავის ციხის საკანში სააკაშვილი გაბრუებული მოათავსეს, რასაც მისი არაადეკვატური ღიმილიც ადასტურებდა, ახლა კი შფოთვითი აშლილობა გაუძლიერდა, ისტერიკაშია და სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა“,  - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„კიევში დაკავებული სააკაშვილი სპეცრაზმის მანქანიდან რომ ჩამოსვეს, გახსოვთ?!

 

ჰოდა, აი, რატომ:

 

სააკაშვილს აქვს კლაუსტროფობია, ანუ დახურული სივრცის შიში. სპეცრაზმის მანქანაში ჩატენილს და სპეცრაზმელებთან ერთად მყოფს შეტევა დაემართა და კინაღამ მოკვდა. სპეცრაზმის მეთაური ცენტრს დაუკავშირდა და „კლიენტის“ მდგომარეობა აცნობა. ცენტრიდან ბრძანება მოვიდა, - სასწრაფოდ გაეშვათ.

 

უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, პოროშენკოს არაფერში სჭირდებოდა სააკაშვილის გვამი!

 

რუსთავის ციხის საკანში სააკაშვილი გაბრუებული მოათავსეს, რასაც მისი არაადეკვატური ღიმილიც ადასტურებდა, ახლა კი შფოთვითი აშლილობა გაუძლიერდა, ისტერიკაშია და სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

 

ვისაც აინტერესებს, რატომ დადიან ადვოკატები და რატომ უშვებენ ორი-სამ ვიზიტორ დეპუტატს ყოველდღე, ასევე ხან უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოს და ხანაც - დედამის გიული ალასანიას, პასუხია: სააკაშვილის კლაუსტროფობიის გამო!

 

სააკაშვილი ნელ-ნელა ეჩვევა დახურულ სივრცეს, ამ მდგომარეობას კი ყოველდღიური ვიზიტებით ამსუბუქებენ და მედიკამენტებით აკონტროლებენ!

 

სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არ გამოუშვებენ, ხოლო სასამართლოში მისი გადაყვანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის არაადეკვატურობის გამო!

 

P.S. ველოდები, ხელისუფლება და სააკაშვილის ვიზიტორები როდის დაადასტურებენ ჩემს  ვერსიას. მათ ძალიან კარგად იციან პაციენტის უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს ამბობენ, რადგან სააკაშვილის ქმედუუნაროდ გამოცხადებას სპეციალური ექსპერტიზა სჭირდება, ეს კი ამ ეტაპზე ხელს არავის აძლევს!

 

P.P.S. უკრაინიდან საქართველომდე ტრაილერის მაცივრით მგზავრობას სერიოზულად არც განვიხილავ. ამიტომ, ამ სპექტაკლს ნუ შემახსენებთ“, - წერს ბონდო მძინარაშვილი,

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner