თბილისის მერი დავით ნარმანია NDI-ს კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მისთვის გასაოცარია და კვლევის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
ნარმანია დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცემენ ხმას არჩევნებზე, „ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს.
„ჩემთვის საოცარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, რომელიც პრაქტიკულად, ნულთან ძალიან ახლოს არის. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემენ ხმას, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენი გუნდის მხარდამჭერები არიან. უბრალოდ, არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არ ასახელებენ გამოკითხვების დროს, ვის მიმართ აქვთ სიმპათია. ვიცი, რომ მათ სიმპათიური და საქმის მკეთებელი გუნდის მიმართ ნამდვილად სიმპათია გააჩნიათ და 8 ოქტომბერს მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნარმანიამ.