„ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჯდომა რატომ არის სირცხვილი, ვერ ვხვდები! უამრავი ქვეყნის პრეზიდენტი გვინახავს ამის მეასედი დანაშაულებისთვის ციხეში. პრეზიდენტს, მაღალი თანამდებობის პირს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, კანონის გარანტი რომ არის და დაარღვევს კანონს, კიდევ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს“, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის” მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ გაზეთ „ქართულ აზრთან” საუბრისას განაცხადა.
„ეს გმირად წარმოჩენა არის ფუჭი! ის გმირი კი არა, სასტიკი, ბოროტი დამნაშავეა! ეს იგივეა, ვინმე პედოფილი, მხარდამჭერების თხოვნით, არ გავასამართლოთ და დასჯის ნაცვლად, საბავშვო ბაღში დავაწყებინოთ მუშაობა, მითუმეტეს, რომ დიდი რისკია, ისევ იგივე უმსგავსობა ჩაიდინოს. ზუსტად იგივეა სააკაშვილის სექტის მუდმივი ვითომ გულის აჩუყება, თითქოს როგორ შეიძლება სასჯელს იხდიდეს ადამიანი, რომლის კისერზეც ათიათასობით ადამიანის გაუბედურება, მკვლელობა, წამება და პოლიტიკური ნიშნით დევნაა. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ მისი მთავრობის წევრები, რომლებსაც ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ, მილიარდერები გახდნენ. საიდან აქვთ იმის რესურსები, 9 ტელევიზიას რომ ინახავენ, 500 ინტერნეტ სააგენტოს და ვითომ სამოქალაქო აქტივისტებს, სინამდვილეში კი მათ პარტიულ ზონდერ-ჯგუფებს? საიდან გაუჩნდათ ეს რესურსები, მოგვიყვნენ!
როგორ გახდა კეზერაშვილი მილიარდერი? როგორ ინახავს ტელევიზია „ფორმულას“? ჩვენ ციდან ხომ არ ჩამოვფრენილვართ, ხომ გვახსოვს, კეზერაშვილი ვინ და რა იყო? სააკაშვილმა და კეზერაშვილმა საქართველო ომის დროს გაძარცვეს! ომი გვქონდა რუსეთთან და ომის დროს თავდაცვის მინისტრმა და მთავარსარდალმა გაგვძარცვეს. მეტიც, ახლა ქალბატონი გიული ალასანია რომ გამოდის და გრძელი ენა აქვს, 2008 წლის 14 აგვისტოს, წარმოიდგინეთ, რა თარიღია, ერთ ლარად გაიფორმა ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი და სხვადასხვა ქონება იმისთვის, რომ უნივერსიტეტი „გიული უნი“ გიულისი ყოფილიყო. მაშინ, როცა მთელი ქვეყანა საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოქცეული მოსახლეობის დახმარებას ვცდილობდით”, - განაცხადა თემურ თათარაშვილი.