logo_geo
eng_logo
უკრაინაში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სადგურზე აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 ივლისი. 2016. 12:43


უკრაინაში სუმის ოლქში მდებარე ქიმიური პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სადგურზე აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი NATO-ს წარმომადგენელია.


სამხედრო-სამრეწველო სადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის ცენტრალური რეგიონის სამხედრო პროკურატურა ავრცელებს.


აფეთქება უტილიზაციისთვის განკუთვნილი საბრძოლო აღჭურვილობის გადმოტვირთვის დროს მოხდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი სადგურზე NATO-უკრაინის  ერთობლივი პროგრამის ფარგლებში იარაღის უტილიზაციის პროცესს ადევნებდა თვალს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner