უკრაინაში სუმის ოლქში მდებარე ქიმიური პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სადგურზე აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი NATO-ს წარმომადგენელია.
სამხედრო-სამრეწველო სადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის ცენტრალური რეგიონის სამხედრო პროკურატურა ავრცელებს.
აფეთქება უტილიზაციისთვის განკუთვნილი საბრძოლო აღჭურვილობის გადმოტვირთვის დროს მოხდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი სადგურზე NATO-უკრაინის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში იარაღის უტილიზაციის პროცესს ადევნებდა თვალს.