logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებენ
- +

3 ნოემბერი. 2021. 14:48

 

 

 

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელის მთავარ კულტურულ ცენტრში „BOZAR“ კინემატოგრაფიის სექტორის წარმომადგენლებს, მაგდალენა ლისკოვასა და ჟერემი ლამბერტს შეხვდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბელგიასა და საქართველოს შორის კინემატოგრაფიის სფეროში აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე ბელგიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალში ქართული ფილმების წარდგენის თაობაზე იმსჯელეს.

 

„განვიხილეთ ერთობლივი დოკუმენტური ფილმის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner