კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელის ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორს, ბერნარდ კულისს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლუვენის უნივერსიტეტში არსებული ქართული ენათმცოდნეობის შემსწავლელი ცენტრის ისტორიულ კავშირსა და სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე, ასევე, 2023 წელს ევროპალიის ფარგლებში საქართველოს კულტურის წარმოჩენის მნიშვნელობაზე გავამახვილეთ ყურადღება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.