logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ლუვენის უნივერსიტეტის რექტორს ბერნარდ კულისს შეხვდნენ
- +

3 ნოემბერი. 2021. 14:48

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელის ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორს, ბერნარდ კულისს შეხვდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლუვენის უნივერსიტეტში არსებული ქართული ენათმცოდნეობის შემსწავლელი ცენტრის ისტორიულ კავშირსა და სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

 

„შეხვედრაზე, ასევე, 2023 წელს ევროპალიის ფარგლებში საქართველოს კულტურის წარმოჩენის მნიშვნელობაზე გავამახვილეთ ყურადღება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner