logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: რაც უფრო მეტად იმუქრებით, მით მეტად მძვინვარებს სამართალი!
- +

3 ნოემბერი. 2021. 14:50

 

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემო მეგობრებო, ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანური ურთიერთობების პოლიტიკაზე მაღლა დაყენებას. სულ ვფიქრობდი, თუ კულტურას ემსახურები, სიყვარულით, სხვისი და საკუთარი ღირსების პატივისცემით, დიდი პატიების უნარით უნდა იცხოვრო-მეთქი. ალბათ, ამ პრინციპებმა შემაქმნევინა „ვარსკვლავიც“.

 

ვერავინ იტყვის, რომ ერთხელ მაინც დავძრახე ვინმე პოლიტიკური არჩევანის გამო.  ვცდილობდი, პოლიტიკურ შეხედულებებს პირად ურთიერთობებზე არ ემოქმედა და ყოველთვის ვეძებდი მიზეზს, რომ ადამიანის პოზიცია გამემართლებინა.

 

რა ვიცი?! ასე ვიცხოვრე ნახევარი საუკუნე...

 

მაგრამ...  მაინც მირტყეს, მლანძღეს, ცილი დამწამეს, ბოძზე გამაკრეს, დამემუქრნენ...  მოკლედ, სიკვდილისთვისაც გამიმეტეს...

 

დღეს, როდესაც მტყუან-მართალს აღარავინ არჩევს, მადლიერება დაიკარგა და „ჩემი შენ გითხარიო“-ს პრინციპით ცხოვრობს საქართველო. ვფიქრობ, სიმართლის თქმა არის ერთადერთი სწორი არჩევანი!

 

ეს არის ჩემი არჩევანი!

 

ამიტომ გთხოვთ „მეგობრებს“, რეკვებსა და მუქარებს შეეშვით, ჭკუის დარიგებასაც!

 

ვერც გადამაფიქრებინებთ და ვერც შემაშინებთ!

 

ეგ უკვე გავიარე... უკვე „შემაშინეს“...

 

აქეთ გეშინოდეთ ჩემი და ჩემი, მართლაც,  მეგობრების სიმართლის!!! რაც უფრო მეტად იმუქრებით, მით მეტად მძვინვარებს სამართალი!

 

კარგად დაიმახსოვრეთ!

 

საქართველოზე უზომოდ  შეყვარებული დათო ოქიტაშვილი“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner