„სქოლასტიზმი ქართულად: თურმე, მიშასათვის დასავლელ მეგობრებს ურჩევიათ, საქართველოში არ ჩახვიდეო. და ამიტომ, რაც უნდა მოუვიდეს, პასუხისმგებლობა დასავლეთში აღარავისზე იქნებაო. ზუსტად მასე ურჩიეს მიშას 2008 წლის აგვისტოში – არაფერი გაეკეთებინა“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაცმოძრაობიდან“, დავით დარჩიაშვილი სოცქსელში წერს.
დარჩიაშვილის განცხადებით, დასავლეთს სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია“, ვიდრე რჩევების გაცემაა.
„სქოლასტიზმი ქართულად: თურმე, მიშასთვის დასავლელ მეგობრებს ურჩევიათ, საქართველოში არ ჩახვიდეო. და ამიტომ, რაც უნდა მოუვიდეს, პასუხისმგებლობა დასავლეთში აღარავისზე იქნებაო. ზუსტად მასე ურჩიეს მიშას 2008 წლის აგვისტოში – არაფერი გაეკეთებინა. არადა, ადგილზე ვითარება დრამატულად იცვლებოდა – ავნევი და ნული იცლებოდა, კოკოითი ქურთა-თამარაშენის „გაწმენდას“ იქადნიდა, როკის გვირაბში კი კოლონა იყო შემოსული. და რა, საქართველომ დაიწყო ომი?! აბსოლუტურად სწორი ანალოგი მგონია – რჩევას ყოველთვის ვერ მოუსმენ, მით უმეტეს, თუ ეროვნული იდენტობა და ინტერესი, ისევე როგორც არჩევნების სამართლიანობა რამეს ნიშნავს! მაშინ, 2008-ში, დასავლეთმა იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობაც და გააკეთა, რაც შეძლო. ახლა მეტი, გაცილებით მეტი შეუძლია ამ სიტუაციაში და რა – რჩევა არ დამიჯერა და მე რა შუაში ვარო, უნდა თქვას? ასე ჰგონიათ რომის პაპზე უფრო კათოლიკეებს, რაც არის სქოლასტიზმი ქართულად!“ – წერს დარჩიაშვილი.