logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია, მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს!
- +

3 ნოემბერი. 2021. 15:44

 

 

 

„აბსოლუტურად თავსებადია ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია, ეს, ამ ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, როგორც ჩანს შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ არის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, შეუძლებელია, მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს.

 

„რადგან ამ ქვეყანაში არის დემოკრატია და ამ ქვეყანაში არსებობს ჰუმანური მიდგომა ყველასა და ყველაფრის მიმართ, მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ ვერ შეარყევენ სახელმწიფოს, არადა ეს ასეა - ვერ შეარყევენ!. რამდენი ჩემი სიტყვები უკუღმა არ გადაატრიალონ, მერე უნდა იმეორონ პოლიტიკოსებმა მოგონილი, ცრუ ამბავი, რამდენიც უნდა გააბრაზონ ფეიკებით საზოგადოება, შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანაში მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ მათ დღის წესრიგში შეყოლას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner