logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, რომ სასამართლოში ვინმეს დანიშვნის შემთხვევაში კითხვის ადრესატი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს
- +

3 ნოემბერი. 2021. 15:54

 

 

 

„თუკი ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩვენ არ შეიძლება სასამართლოში ვინმეს დანიშვნის საკითხზე პასუხი გავცეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, რომ სასამართლოში ვინმეს დანიშვნის შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი და კითხვის ადრესატი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს, ეს არის საფუძველი, რაზეც ჩვენ ჩვენი ლოგიკა უნდა დავაშენოთ. რომელიმე მოსამართლეს ან სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებს, რომ ჰკითხონ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ ეს ადამიანი რატომ აირჩიესო, რელევანტური ხომ არ იქნება, ხომ არცერთი ამაზე კითხვას არ დასვამთ მოსამართლესთან, ასევე ჩვენთან არ არის რელევანტური კითხვა, თუ რატომ აირჩია სასამართლოში ვიღაცამ ვიღაც. თუკი ჩვენ ყველანი ვაღიარებთ პრინციპს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ჩვენ არ შეიძლება სასამართლოსთან დაკავშირებულ განსაკუთრებით ამ კონკრეტულ საკითხებზე პასუხი გავცეთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზოგად და უალტერნატივო პრინციპს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner