logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: საქართველოს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ვულოცავთ!
- +

3 ნოემბერი. 2021. 15:55

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი და ელჩი  ზურაბ ხონელიძე საქართველოს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს:

 

თურქული წარმოშობის სიტყვაელჩი“, რომელმაც ჩვენი ენის მდიდარ ლექსიკონში თავისი ადგილი დაიჭირა, ქართულადსაქვეყნო/სახალხო საქმის გამკეთებელს/მცოდნესნიშნავს. ტევადია თავისი მნიშვნელობით, როგორც ვხედავთ: საქვეყნო და სახალხო საქმის მცოდნეც და შემსრულებელი უნდა იყოს უცხო სახელმწიფოში სამშობლოს ოფიციალური წარმომადგენელი.

 

ქვეყანას უცხო სახელმწიფოში ხშირად მხოლოდ დიპლომატებით იცნობენ. ამიტომაც, მათ უდიდესი მისია და პასუხისმგებლობაც ეკისრებათ: გააცნონ საკუთარი ქვეყანა უცხოელებს და იქ სამშობლოს დიდი მეგობრები შესძინონ.

 

მინდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ყველა დიპლომატს პროფესიული დღესასწაული მივულოცო და დღევანდელ რთულ პანდემიურ პირობებში, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა ვუსურვო.

 

ამასთანავე აქვე აღვნიშნავ, რომ წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამადიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“, რომლის ხელმძღვანელები და მოწვეული ლექტორები ჩვენი ქვეყნის გამოცდილი ელჩები არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი ღრმა და საფუძვლიან ცოდნას მისცემენ ჩვენს მაგისტრანტებს და სამშობლოს ახალ, მაღალ პროფესიონალ და მათი კვალის ღირსეულად გამგრძელებელ ელჩებს-„საქვეყნო/სახალხო საქმის გამკეთებელს/მცოდნესაღუზრდიან.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს პროფესიულ დღესასწაულს, კოლეგებო!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner