logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება, რაც საარჩევნო კოდექსში შევიდა, ეს ბიულეტენების გადათვლაა, რადგანაც ამით საფუძველი ეცლება ბევრ სპეკულაციას
- +

3 ნოემბერი. 2021. 16:37

 

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას, ეხმიანება, სადაც მდინარაძე განმარტავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა, რაც გამორიცხავს რაიმე ცვლილებას საარჩევნო შედეგებზე.

 

„ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება, რაც საარჩევნო კოდექსში შევიდა, ეს ბიულეტენების გადათვლაა, რადგანაც ამით საფუძველი ეცლება ბევრ სპეკულაციას „ტოტალურ გაყალბებაზე“ და ა.შ. რა თქმა უნდა, ქრონიკული სენით დაავადებულთ ეს ვერ უშველის, მაგრამ ვინც უნდა დაინახოს, ის ხომ დაინახავს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner