თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიაში 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შესაბამისად, რამდენიმე, ვისაც ხელი წაუცდა და დაარღვია კანონი, პასუხს აგებს.
ნარმანიას თქმით, უწყებაში შიდა აუდიტის მეშვეობითაც ხდება გადაცდენების დადგენა.
„თბილისის მერიის სისტემა არის უზარმაზარი, 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშობს. შესაბამისად, რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ხელი წაუცდა და დაარღვია კანონი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავებისგან. დასჯის გარეშე არავინ დარჩება. არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება. ჩვენ შიდა აუდიტის მეშვეობითაც გვაქვს შემთხვევები, ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს, და ეს არის იმ ეფექტიანი მუშაობის შედეგი, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოჰყვება გამოვლენა", - განაცხადა ნარმანიამ.