logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: 259 უბანი გადაითვალა, ცვლილება უმნიშვნელო იყო, არჩევნები მორჩა, დამთავრდა „რეფერენდუმი“, მერვეჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“
- +

3 ნოემბერი. 2021. 17:11

 

 

 

„არჩევნები მორჩა, დამთავრდა „რეფერენდუმი“, მე-8-ჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა სტაბილურობას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უჭერს მხარს და არა ძალადობას, რევანშს და რევოლუციას!“ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ უბნების ხელახალი გადათვლების შემდეგ ცვლილებები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ საბოლოო შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.

 

„259 უბანი გადაითვალა და საერთო ჯამში ცვლილება უმნიშვნელო იყო, რაც საბოლოო შედეგზე არ ასახულა... არჩევნები მორჩა, დამთავრდა „რეფერენდუმი“, მე-8-ჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა სტაბილურობას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უჭერს მხარს და არა ძალადობას, რევანშს და რევოლუციას! „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტები, რადიკალები და მიშამადიდებლები ნეტა რას აპირებენ? ასე ღობე-ყორე უნდა ატაროთ მიტინგები? თუ რამე ახალი სტრატეგია გაქვთ მოფიქრებული? მიშა 6 წელი იჯდება ციხეში... არჩევნები 2024 წელს იქნება... რამე მოიფიქრეთ, თორემ დარჩით თაკო ჩარკვიანის რევოლუციის იმედად“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner