„გადათვლილია, ცვლილებები არ განხორციელებულა და ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით აღარ/ვეღარ იარსებებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა.
„გადათვლილია, ცვლილებები არ განხორციელებულა და ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით აღარ/ვეღარ იარსებებს. მაშინ, როდესაც სხვაობა არის მინიმალური და ამავე დროს ოპოზიციასაც აქვს რამდენიმე უბანზე გამარჯვება მოპოვებული, ესეც არის დასტური იმისა, რომ არჩევნები ჩატარებულია სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში. დღეს, პასუხი გაეცა ყველა კითხვას და რაც მთავარია, წერტილი დაესვა ოპოზიციის უაზრო და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს. არჩევნები შედგა და არჩევნებში ყველამ მიიღო ის ხმა, რაც დაიმსახურა - დიდი წერტილი!“ - წერს ირაკლი ლატარია facebook-ზე.