logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა, რომელიც არ შეიცვლება არც შიდა და არც გარე ზეწოლის შედეგად
- +

3 ნოემბერი. 2021. 18:17

 

 

 

„საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა, რომელიც არ შეიცვლება არც შიდა და არც გარე ზეწოლის შედეგად. ეს სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლებაც ხალხის ნებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ვინმე არეულობას და რევოლუციის შეეცდება, შიგნიდან თუ გარედან, ყველას პასუხი გაეცემა“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„გადაითვალა უბნები, შემოწმდა ყველაფერი, ზოგს მოემატა, ზოგსაც დააკლდა ხმები, ასეც ინახა და ისეც, მაგრამ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ აისახა: „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დამარცხდა. რა ვქნათ ახლა? ნაც-ლელო-რადიკალები იძახიან პარლამენტის მანდატებს ვტოვებთო, რადგანაც გაყალბდაო, საკრებულოებში ვრჩებითო, მერე რა, რომ გაყალბდაო (თუ არ გაყალბდაო), ტუსაღი ბელადი ხან ეუბნება, მანდატი დატოვეთო, ხან ჯერ არაო (გააჩნია, რა დოზით აქვს მიღებული თაფლი და ლიმონათი), მაგრამ რევოლუციის გარეშე არ დამენახოთო. უცხოელებმა, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა არჩევნებიო, ოღონდ სააკაშვილის უფლებები ხომ არ ირღვევაო. აქედან პასუხობენ, რა ირღვევა, დღეში ასი ადამიანი ნახულობს (გარეთ რომ იყო, მაშინ არ ჰყავდა ამდენი მნახველ-მომკითხავიო!): ყოფილი და ახლანდელი ცოლები, საცოლეები, საყვარლები, უცნაურები, საცნაურები, სკლეროზიანები, რომლებიც ვერ ცნობენ, თუ ვინ არის და ახალგაზრდები, რომლებიც იძახიან, მიშამ სიცოცხლე გვაჩუქაო...

 

მოკლედ და კონკრეტულად, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, საქართველოს მოსახლეობამ თავის ნება გამოხატა, რომელიც არ შეიცვლება არც შიდა და არც გარე ზეწოლის შედეგად. უკაცრავად, ეს სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლებაც ხალხის ნებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ვინმე არეულობას და რევოლუციის შეეცდება, შიგნიდან თუ გარედან ყველას პასუხი გაეცემა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook–ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner