„რევოლუციური მოწოდებები გაათმაგებული ინტენსივობით არის მიტინგებზე, სხვადასხვა შეხვედრაზე. ჩანაწერებიც მოვისმინეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს რევოლუციური, დესტაბილიზაციის სცენარის განვითარება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, დღის წესრიგი იწყებოდეს და მთავრდებოდეს ამ თემაზე საუბრით.
„ფაქტია, რომ რევოლუციური მოწოდებები პერიოდულად კი არა, გაათმაგებული ინტენსივობით არის მედიაში, მიტინგებზე, სხვადასხვა შეხვედრაზე. არ მალავენ და ჩანაწერებიც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს რევოლუციური, დესტაბილიზაციის სცენარის განვითარება და მითითებაა, ბრძანებას ელოდებიან პატიმრისგან. პატიმარმაც არ დააყოვნა და ასეთი განცხადება გააკეთა, თუმცა სამართლებრივი ელემენტებიც ჩაურთო, რომ ვინმემ არ დააბრალოს, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ რევოლუცია ერთადერთი მიმართულებაა. არ შეიძლება, დღის წესრიგი იგებოდეს, იწყებოდეს და მთავრდებოდეს ამ თემაზე საუბრით. ადამიანი არის გარკვეული იდეით შეპყრობილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.