რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სატრანსპორტო თვითმფრინავმა ან-12-მა კატასტროფა განიცადა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი მაშველებმა ქალაქ ირკუტსკიდან 7 კილომეტრის მოშორებით, სოფელ პივოვარიხაში აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, ბელარუსულ კომპანია „გროდნოს“ კუთვნილ თვითმფრინავში 7 ადამიანი - რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
პირველადი ცნობით, მაშველებმა 5 გარდაცვლილის სხეული აღმოაჩინეს. გამოცემა „ინტერფაქსი“ წერს, რომ კატასტროფას შვიდივე მგზავრი ემსხვერპლა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.