logo_geo
eng_logo
რუსეთში სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
- +

3 ნოემბერი. 2021. 19:58

 

 

 

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სატრანსპორტო თვითმფრინავმა ან-12-მა კატასტროფა განიცადა.

 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი მაშველებმა ქალაქ ირკუტსკიდან 7 კილომეტრის მოშორებით, სოფელ პივოვარიხაში აღმოაჩინეს.

 

როგორც ცნობილია, ბელარუსულ კომპანია „გროდნოს“ კუთვნილ თვითმფრინავში 7 ადამიანი - რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 

პირველადი ცნობით, მაშველებმა 5 გარდაცვლილის სხეული აღმოაჩინეს. გამოცემა „ინტერფაქსი“ წერს, რომ კატასტროფას შვიდივე მგზავრი ემსხვერპლა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner