logo_geo
eng_logo
იენს შპანი: გერმანია არავაქცინირებულთა პანდემიას განიცდის
- +

3 ნოემბერი. 2021. 20:27

 

 

„გერმანია არავაქცინირებულთა პანდემიას განიცდის“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა.

 

„ამჟამად ძირითადად არავაქცინირებულთა პანდემიას განვიცდით და ის მასობრივია. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა ისევ იწურება“, - აღნიშნა იენს შპანმა.

 

2 ნოემბერს, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 66% (დაახლოებით 55.5 მილიონი ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner