„ჩვენ აღარ უნდა ვიცხოვროთ მათი დღის წესრიგით, ეს აზიანებს ქვეყანას“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციის გეგმების შეფასებისას განაცხადა.
„ისინი არიან სასოწარკვეთილები, არავითარი რესურსი არ აქვთ გარდა იმისა, რომ ქუჩიდან შეეცადონ გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტების შემოტანას. ამას რა საკვირველია ვერ შეძლებენ. ჩვენ აღარ უნდა ვიცხოვროთ მათი დღის წესრიგით, ეს აზიანებს ქვეყანას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.