logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება
- +

4 ნოემბერი. 2021. 00:01

 

 

„მე პირადად რამე განსხვავებულს არ ველოდებოდი ოპოზიციისგან. ისეთი საარჩევნო კამპანია ჩაატარეს, რომელსაც კამპანიას ვერ უწოდებ: ყველანაირი ბოროტების, სიძულვილისა და ცილისწამების შოუ მოაწყვეს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ადამიანებს ისტორია თავის სახელებს დაარქმევს.

 

„როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისტორიამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ კონკრეტული სახელი დაარქვა. პირდაპირ ვიტყვი: ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როდესაც მართავ ქვეყანას. დღეს ისინი თავიანთი ქმედებებით აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპიზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner