„პოლიტიკაში რატომ შემოდის ადამიანი? ყალიბდება რაღაც ჯგუფი, ყალიბდება პარტია და სურვილი აქვთ ამ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ, ჩაერთონ პოლემიკასა და დებატებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც საზოგადოების მხარდაჭერით მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში და გამოიყენონ ტრიბუნა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იმისთვის, რომ შენი მოსაზრებები დააფიქსირო, შეხვიდე პოლემიკაში, მონაწილეობა მიიღო კანონპროექტების მიღებაში. სხვას რას ელოდებიან? გადატრიალება, დამხობა და რევოლუცია არ გამოვა. დაივიწყეთ, განწირული იქნებით ყოველთვის მარცხისთვის. ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, აღმშენებლობა და ამ ყველაფერში ჩართულობის სურვილი თუ გაქვთ, მობრძანდით, არ იქნება არანაირი პრობლემა“, - აღნიშნა კალაძემ.