logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მათეული შეფასება რა გასაკვირია, როდესაც საკუთარ ხალხს დედას აგინებენ და ბიო მასად მოიხსენიებენ
- +

4 ნოემბერი. 2021. 00:18

 

 

 

,,ქალბატონი პრეზიდენტიც მხოლოდ მაშინ ხდება მათი პრეზიდენტი, თუ ის მათ სურვილებს გაახმოვანებს. სხვა შემთხვევაში კრიტიკა ცოტა რბილი ნათქვამია, შეურაცხყოფის კანონადაში გაატარებენ’’, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის ოპოზიციური მედიის მხრიდან შეფასებას.

 

,,მოკლედ, და მარტივად უნდა ითქვას, ქართულ ოპოსპექტრს მხარდამჭერი პარტიული მედია რესურსით, დემოკრატიის არც ანა-ბანა ესმის და არც არაფერი საერთო ზოგადსაკაცობრიო და არც ევროპულ ღირებულებებთან არა აქვს!

 

ქალბატონი პრეზიდენტიც მხოლოდ მაშინ ხდება მათი პრეზიდენტი, თუ ის მათ სურვილებს გაახმოვანებს. სხვა შემთხვევაში კრიტიკა ცოტა რბილი ნათქვამია, შეურაცხყოფის კანონადაში გაატარებენ და რა გასაკვირია, რომ ამ კლასტერად გადაქცეული სოციუმის მთელი რიტორიკა, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და სიძულვილის ენას ქადაგებდეს 24 საათი ცისფერი ეკრანებიდან?

 

ამ დროს, ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლის დედააზრი პოლარიზაციის დასრულებისკენ, სიძულვილის ენის მიუღებლობაზე, თუ საერთო ძალისხმევით კოვიდ პანდემიის სახიფათო ნიშნულის შემცირების აუცილებლობის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის გააქტიურებისკენ იყო მიმართული.

 

დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მათეული შეფასება, რა გასაკვირია როდესაც საკუთარ ხალხს დედას აგინებენ და ბიო მასად მოიხსენიებენ. ერთადერთ ამოცანად ნებისმიერ ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნება აქვთ დასახული. ხალხიც ფეხებზე კიდიათ და ქვეყანაც. ეს არის დაუსჯელობის სინდრომის სავალალო შედეგი, ასეთი რენეგატი და მოღალატე პოლიტიკური კლასი რომ ჩამოყალიბდა!

 

ამიტომაც არის ასე აუცილებელი და დროული პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმის დასრულება და ამ საქმეში მოქმედი ფიგურანტების და მხარდამჭერთა მხილება.

 

ამიტომაც, არ შეიძლება ამათი ხელისუფლებაში დაბრუნების დაშვება. ამ არჩევნებზეც ისევე, როგორც ბოლო ცხრა წელიწადში სწორედ ის შედეგი მოიმკეს, რასაც იმსახურებენ! მართლა ავაზაკები ესენი!’’, - წერს გიორგი ცუცქირიძე facebook -ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner