logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად - ყველას მერი ვიქნები
- +

4 ნოემბერი. 2021. 00:57

 

 

„მზად ვარ გადავდგა ნაბიჯი თანამშრომლობისკენ, ისევ და ისევ ჩემი ქალაქისთვის, ისევ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე ვთქვი, რომ არ ვარ მხოლოდ იმ ადამიანების მერი, ვინც მხარი დამიჭირა და არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. ყველას მერი ვიქნები, მეგობრებო. ვდგამ ამ ნაბიჯს, რომ ვითანამშრომლოთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ ვიცოდეთ მე და ჩემმა გუნდმა, შეიძლება შეცდომები მოგვივიდეს, რაღაც გამოგვეპაროს. მზად ვარ თანამშრომლობისთვის. იქნება კონსტრუქციულობა? ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ამ ქალაქისა და თბილისელების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner