„უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს რევოლუციური სიტუაცია. იმ შემთხვევაში, თუ რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, და ასეთი, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არსებობს, მაშინ სიტყვათაწყობა „რევოლუციური სცენარი“ „სახელმწიფო გადატრიალების სცენარის“ ლამაზად შესაფუთად გამოიყენება“, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განახადა.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდაათწლიანი პერიოდის გავლის შემდეგაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალის რიტორიკაში კვლავ რჩება ქვეყნის რევოლუციური, სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალების გზით სიარულის მოწოდება.
სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდაათიწლიანი პერიოდის გავლის შემდეგაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალის რიტორიკაში კვლავ რჩება ქვეყნის რევოლუციური, სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალების გზით სიარულის მოწოდება
ნებისმიერ არჩევნებს აქვს თავისი მრავალგანზომილებიანი შედეგები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩათვლით საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჩარჩოში ყოფნის შენარჩუნებაა, რასაც, როგორც ვხედავთ, დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ეს ძალისხმევა არც მომავალში უნდა შესუსტდეს.
აუცილებელია, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჯდებოდეს ქვეყნის კონსტიტუციაში. ჯერჯერობით ამას ქართული სახელმწიფო ახერხებს, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ყველაზე მთავარი განზომილება კონსტიტუციური ჩარჩოდან გაუსვლელობაა“, - განაცხადა პაპავამ.