logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერი გამოვა - რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგა, იქიდან ბოღმა, ზიზღი, შუღლი და ცილისწამება წამოვა
- +

4 ნოემბერი. 2021. 01:36

 

 

 

„დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერი გამოვა - რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგა, იქიდან მაინც ბოღმა, ზიზღი, შუღლი და ცილისწამება წამოვა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დააფასა „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის სახე შეენარჩუნებინათ.

 

2012 წლის მერეც გვქონდა კონკრეტული მცდელობები, რომ ე.წ. კოჰაბიტაცია შემდგარიყო. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და იქიდან ბოღმა, ზიზღი, შუღლი, ცილისწამება, ტალახის სროლა წამოვიდა და რა მივიღეთ ამით? ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ამომრჩეველი და მათ საზოგადოებას ეს ისე წარუდგინეს, თითქოს, ჩვენ უნიათო ხელისუფლება ვართ. ვერ დააფასეს ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის სახე შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner