logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ ადამიანები, მაშინ როდესაც საკრებულოებში იკავებენ ადგილებს
- +

4 ნოემბერი. 2021. 02:14

 

 

 

„პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ ადამიანები იმ პირობებში, როდესაც საკრებულოებში იკავებენ ადგილებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაა, ან ყველაფერი, ან არაფერი.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესის მიმართ, ან ყველაფერი, ან არაფერი. ან შენ უნდა წახვიდე და მე უნდა მოვიდე, ან ასე თუ არ ხდება, მაშინ ჩემთვის ყველაფერი მიუღებელია, სულ რომ ოქროს კოშკი ააშენო, ჩემთვის არაფერს ნიშნავს და მიუღებელია. ეს არის მათი პოლიტიკური ხაზი და ამას ისინი ჯიუტად არ უხვევენ. ამავდროულად, ამ ყველაფერში არსებობს ძალიან ალოგიკური პროცესი, მაგალითად საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ ადამიანები პროტესტის ნიშნად, იმ პირობებში, როდესაც საკრებულოებში იკავებენ ადგილებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner