logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი და პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ნებისმიერი პატიმარი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებები იყოს დაცული
- +

4 ნოემბერი. 2021. 10:02

 

 

„ჩვენი და პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ნებისმიერი პატიმარი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის პოზიცია არის უცვლელი. ის არ აპირებს, შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი. რაც შეიძლება მის, როგორც განსაკუთრებულ პატიმრად მოხსენიებას, ზოგადად, ჩვენი და პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ნებისმიერი პატიმარი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, და ეს საქართველოში ასეა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კვლავ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner