logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: პრეზიდენტის შეფასებები სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მისასალმებელი იყო
- +

4 ნოემბერი. 2021. 10:17

 

 

„პრეზიდენტის შეფასებები სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მისასალმებელი იყო“, - ასე აფასებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

 

„რა თქმა უნდა, მისასალმებელი იყო პრეზიდენტის შეფასებები სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არასდროს არ შეიწყალებს დამნაშავეს, რომელსაც გარდა სამართლებრივისა, აქვს ამხელა მორალური ტვირთი და პასუხისმგებლობა უამრავი ადამიანის წინაშე“, - აცხადებს წილოსანი.

 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კვლავ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner