logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: შედეგი, რაც ხელისუფლებამ მიიღო, ძალიან წაადგება ქვეყანას
- +

7 მარტი. 2016. 12:32


„ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები იყო გადადგმული. სწორად ივაჭრეს", - ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე საქართველის ხელისუფლების მოლაპარაკებებს „გაზპრომთან" და „სოკართან". როგორც არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის შედეგი, რაც ქართულმა მხარემ აღნიშნული მოლაპარაკებებისგან მიიღო, „ძალიან წაადგება ქვეყანას". არეშიძისვე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებში ოპოზიციას არავითარი გავლენა არ აქვს.

 

„ოპოზიცია საუბრობს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ეს სისულელეა. გამოდის, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას შეაცვლევინა გადაწყვეტილება, არამედ აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რას აკეთებენ. ასე იყო ახლაც. ეს არის ძალიან ცუდი.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანის მხარეს, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც კურირებს ენერგეტიკის სექტორს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ტექნიკურად არ შეუძლია, რომ საქართველოს მეტი გაზი მიაწოდოს. ახლა კი იმავე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეუძლიათ. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების ეს შედეგი, რომელიც მან მიიღო, ძალიან წაადგება ქვეყანას. აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები იყო გადადგმული. სწორად ივაჭრეს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner