ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფადი ასლის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება, რომლის თანახმად, ბიზნესმენი მოსახლეობის 47%-ს აკრიტიკებს, რომლებმაც ხმა მმართველ პარტიას მისცეს.
აბაშიძის განცხადებით, დემოკრატიის შედეგია ის, რომ დღეს ამ ადამიანის ხმა ისმის.
„ეს არსება და „ფრესკოს“ სოფრომაძე არაფრით განსხვავდებიან. ერთი მსგავსება ნამდვილად აქვთ - მიშისტობა. როცა სექტას დასჭირდება, მყისიერად ააკაკანებენ. იორდანია ულამაზესი სამეფოა, ამგვარი სამარცხვინო ამბები კი ყველგან არსებობენ. ციფრულ დემოკრატიაში ასეთი ქაჯების ხმაც კი ისმის“, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.