„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული და ის არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტს ჰქონდა მკაფიო პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია არის სამართლიანიც. ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას კვლავ არ აპირებს, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის განსაკუთრებულ პატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.