logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
- +

4 ნოემბერი. 2021. 15:12

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის ელჩს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე. დაიგეგმა თანამშრომლობა კულტურულ და გარემოს დაცვის სფეროებში.

 

თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner