ბორჯომში კოსტავას სკვერის (პატარა პარკი) რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მუნიციპლიტეტის ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში მთლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ შადრევანს. შეიცვალა ცენტრალური შესასვლელის დიზაინი.
ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, განხორციელდა კიბეების რეაბილიტაცია და მისი დეკორატიული ელემენტების მოწყობის სამუშაოები, მოეწყო პანდუსი, მოხდა განათებების შეცვლა და განახლება, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე სკვერის მიმდებარედ არსებულ საყრდენ კედლებს.
გამგებლის განმარტებით, კოსტავას სკვერი ერთ-ერთ ძირითად დასასვენებელ ზონას წარმოადგენს ტურისტებისათვის, განახლებული ინფრასტრუქტურა კი დიდად შეუწყობს ხელს უფრო მეტი დამსვენებლის მოზიდვას ქალაქში.
მუნიციპალიტეტის განმარტებით, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 473 000 ლარით დაფინანსდა.