logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი თემურ ჭყონიაზე: ახლა უკვე წალენჯიხაში დაასაქმებს ახალგაზრდებს მიზერულ ფასად და წამოსცდება, ტვინდაჟანგული, ქურდი წალენჯიხელები არიანო
- +

4 ნოემბერი. 2021. 16:25

 

„ქობულეთის მაგალითზე ახლა უკვე წალენჯიხაში დაასაქმებს ახალგაზრდებს მონური შრომით მიზერულ ფასად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფთან პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს და გულახდილ საუბრებშიც ერთ დღესაც ვეღარ დამალავს და საკუთარი ფიქრი ხმამაღლა წამოსცდება - წალენჯიხაშიც ტვინდაჟანგული სეზონურად მოაზროვნე ქურდი წალენჯიხელები არიანო“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი თემურ ჭყონიას განცხადებას და „გურია NEWS“-ის სტატიას აზიარებს, სადაც ახალგაზრდები, ქობულეთში ჭყონიას კუთვნილ სასტუმროში „ჯორჯიან პალასში“ მუშაობდნენ და დამსაქმებელს მინიმალური ანაზღაურების საფასურად მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

 

„ქალაქში, სადაც თემურ ჭყონიას თქმით, თურმე, „ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები“ ცხოვრობენ, საკუთარი სახლი აქვს და საკუთარ ბიზნესსაც წარმატებით ავითარებს. მის კუთვნილ სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, მინიმალური ანაზღაურების ფასად ემსახურებიან ახალგაზრდები ჩამოსულ სტუმრებს. სამწუხაროდ, 18-19 წლის გოგონები და ბიჭები არაერთხელ გამხდარან სასტუმროს შეზარხოშებული კლიენტების მხრიდან უხეშად მოპყრობის მსხვერპლნი. მათი დამატებითი შრომის ანაზღაურებაზე კი საუბარიც ზედმეტია. თემურ ჭყონია კმაყოფილია ფულის კეთებით იქ, სადაც მისივე თქმით, თურმე, „ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები“ ცხოვრობენ.

 

არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მზე წალენჯიხიდან ამოდის. „მთავარი არხის“ მამამთავარმა განაცხადა ამინდის პროგნოზის ჩვენებისას ჩამონათვალში პირველი წალენჯიხა იქნებაო, მოკლედ წალენჯიხაა ახლა ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური სამოთხე და ამ სამოთხეში ბიზნესიც გაკეთდებაო, განაცხადა თემურ ჭყონიამ. ბევრ ფულს ჩავდებ წალენჯიხის განვითარებაშიო... სინამდვილეში ჭყონია იმ ბიზნესმენთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ტყუილად ფულს არაფერში და არსად დებს. ქობულეთის მაგალითზე ახლა უკვე წალენჯიხაში დაასაქმებს ახალგაზრდებს მონური შრომით მიზერულ ფასად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფთან პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს და გულახდილ საუბრებშიც ერთ დღესაც ვეღარ დამალავს და საკუთარი ფიქრი ხმამაღლა წამოსცდება წალენჯიხაშიც ტვინ დაჟანგული სეზონურად მოაზროვნე ქურდი წალენჯიხელები არიანო“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner