logo_geo
eng_logo
ახალციხეში მოძრავი გამოფენა „პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ გაიმართა
- +

29 ოქტომბერი. 2021. 17:11

 

პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოძრავი გამოფენის სახით, კამპანია – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – 22 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნა.

 

მოძრავი გამოფენა ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს რეგიონებს სტუმრობს. მორიგი გამოფენა ახალციხეში გაიმართა.

 

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა გამოფენაზე წარმოდგენილ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ისტორიულ საარქივო მასალებსა და ფოტოკოლაჟებს, პუბლიკაციებსა და პანდემიის წინააღმდეგ როგორც საზოგადო მოღვაწეების, ასევე, მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნო. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ბანერი, სადაც დამთვალიერებლებმა თანამოქალაქეებისთვის, სამოტივაციო სლოგანებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოწოდებები დაწერეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner