logo_geo
eng_logo
5 ნოემბერს, ხელბურთის აკადემიის სპორტულ კომპლექსში, ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი გაიმართება მინიფეხბურთში
- +

4 ნოემბერი. 2021. 19:06

 

5 ნოემბერს, გლდანში, ხელბურთის აკადემიის სპორტულ კომპლექსში, სტარტს აიღებს ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში.

 

ცნობილი ტელეჟურნალისტის და პროზაიკოსის ხსოვნის ტურნირი წლეულს ოცდამეერთედ იმართება და მასში, ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

შარშანდელ გამარჯვებულთან - საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდთან ერთად -  ორი დებიუტანტი იასპარეზებს: ტელეკომპანიების „მთავარისა“ და BMG – TV „პირველის“  გუნდები. მემორიალს ჰყავს აბსოლუტური რეკორდსმენი. აფხაზეთის ტელევიზიის გუნდი ოცდამეერთედ მონაწილეობს შეჯიბრებაში. ფინალური მატჩი 9 ნოემბერს, 17 საათზე გაიმართება. ტურნირი ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით, შპს „ტოიოტა კავკასიის“ ფინანსური დახმარებით, პირველი არხის, პირველი რადიოს, სააგენტოების „რეპორტიორისა“ და „Xnews“-ის საინფორმაციო მხარდაჭერით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner