logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: აუცრელებისთვის ფასიანი მკურნალობა ამ ეტაპზე არაჰუმანურ ნაბიჯად მიმაჩნია
- +

4 ნოემბერი. 2021. 19:25

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გარკვეულ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს.

 

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვმა შეაფასა არავაქცინირებული პირების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს არაჰუმანური ნაბიჯი იქნება.

 

„მიზნობრივი ვაქცინაცია – სავალდებულო იგივე ექიმებში და ასე შემდეგ, ამაზე უნდა იყოს ფართო დისკუსია და გადაწყვეტილება სწრაფად მიღებული. რაც შეეხება ფასიან მკურნალობას აუცრელებისთვის, ამ ეტაპზე ეს არაჰუმანურ ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა შეიძლება, შინაგანად, როგორც ერთი ადამიანი, ამის წინააღმდეგი არ ვიყო. ამას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს და ჩვენი ქვეყანა ნუ გამოიგონებს რაღაც ახალს. ამ ეტაპზე სჯობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადავარჩინოთ ამ ვერაგი ვისურის მძიმე დამაზიანებელი დაავადებისგან და სიკვდილისგან, დანარჩენი საკითხები მეორე მხარეს უნდა გადავდოთ.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია თუნდაც ვაქცინაციის საყოველთაობა. 100-პროცენტიანი მოცვა არ მოგვცემს სრულ გარანტიას, რომ ინფექცია არ იქნება, მაგრამ 70-80 პროცენტიანი ნიშნული ქვეყანას აძლევს საშუალებას, ტალღები აღარ არსებობდეს და კოვიდსასაკლაო გადაიქცეს მართვად პანდემიად. ეს უნდა გააცნობიეროს ყველა მოქალაქემ. შეიძლება, ჩვენ შორის ორჯერ ვაქცინირებულებიც ავად გავხდეთ, ჰოსპიტალშიც მოვხვდეთ, მაგრამ ეს იქნება 10-11 ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს, ამის მოვლა ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ამ ვითარებაში 600 ადამიანი იქნება ყოველდღიურად ავადობა, სიკვდილობა 3-4 ადამიანზე ჩამოვა, პანდემიას მართვადი სახე ექნება და არა სრულად გაქრება ვირუსი, ეს შეუძლებელია. როგორც ჩანს, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, კორონავირუსის ეს ვარიანტიც იქნება ადამიანებს შორის. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner