logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, ნამდვილად ევროპული სტანდარტის, ევროპული სტილის ლიდერის გამოსვლა იყო
- +

4 ნოემბერი. 2021. 20:36

 

 

„ზურაბიშვილის სახით საქართველოს პირველი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი ჰყავს, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი არ არის იდეალური და მისი გარკვეული გადაწყვეტილებები ჩემში კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ ფაქტია, მისთვის ამოსავალი წერტილი საქართველოს მოსახლეობა და სახელმწიფოებრიობა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგს, სადაც ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, 2021 წლის არჩევნებსა და ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა.

 

ჩიხელიძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტი საკუთარი სიტყვის ერთგულია და ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არც კი განიხილავს:

 

„პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, ნამდვილად ევროპული სტანდარტის, ევროპული სტილის ლიდერის გამოსვლა იყო, რომელმაც ყურადღება ქვეყნისთვის ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა. ვისურვებდი ზურაბიშვილმა ასე გააგრძელოს, იყოს თანმიმდევრული და ობიექტური, როგორც ახლა. კარგია, რომ პრეზიდენტი საკუთარი სიტყვის ერთგულია, ის სააკაშვილის შეწყალებას არც კი განიხილავს, რადგან ეს სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა იქნება, მისი (სააკაშვილის) ციხეში ყოფნა სამართლებრივად დასაბუთებულია და საღად მოაზროვნე ადამიანში, კითხვის ნიშნები მის შესაძლო პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

პრეზიდენტის გამოსვლაში გარკვეული დრო არჩევნებს დაეთმო, არჩევნებთან დაკავშირებით მის შეფასებას სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები, რადგან 2021 წელს ჩვენ თვისობრივად განსხვავებული და საინტერესო არჩევნები მივიღეთ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად წარიმართა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner