„ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არ იყოს აწყობილი მათი ყველა აქტივობა“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ იზიარებს ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით.
„ყველა თვითონ წყვეტს იშიმშილებს თუ არ იშიმშილებს, ყველას პერსონალურ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ პოლიტიკურად არ ვიზიარებ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.