„თუ უარს ამბობ მანდატზე, რომელიც შენმა ამომრჩეველმა მოგცა, სავსებით გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ბანაკის დაცემა პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც ადამიანი ასეთ რადიკალურ ზომას მიმართავს და წყვეტს კვებას, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის მოსაწონი საქციელი, რადგან აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამავე დროს, საქციელიც არის გაუგებარი იქედან გამომდინარე, რომ თუკი თვლი, რომ აღარ უნდა იყო დეპუტატი და უარს ამბობ იმ მანდატზე, რომელიც შენმა ამომრჩეველმა მოგცა, სავსებით გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს ამგვარი, მე ვიტყოდი ბანაკის დაცემა პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.