„პარლამენტი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ვინ შემოვა, ვინ არ შემოვა, ამას არავითარი მნიშვნელობა მნიშვნელობა არა აქვს. რაც მთავარია ახალი, ხელოვნური კრიზისის შექმნას ისინი ვერ შეძლებენ - უბრალოდ ამის არავითარი რესურსი აღარ აქვთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„რაც შეეხება გარკვეული საკითხების გადაწყვეტას, მსჯელობას, ამაში ოპოზიციის ჩართულობას, როგორც კი კეთილს ინებებენ და დაასრულებენ ე.წ. ბოიკოტს და შემოუერთდებიან საპარლამენტო სამუშაო პროცესს, მაშინ ვიმსჯელებთ ყველაფერზე. ოღონდ ამისთვის აუცილებელი პირობაა ერთი დღის წესრიგი შეცვალონ მეორე დღის წესრიგით. თან ეს რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთონ. როცა ნახავენ, რომ 6 ნოემბერს ჩაუვარდებათ ყველაფერი, უკვე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამას თუ არ გააკეთებენ და გააგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებებს, ამ შემთხვევაშიც ჩვენგან ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.